საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA)-ის ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავის გლობალური საშუალო ფასი 2.6%-ით შემცირდა და ბარელზე 191.5 დოლარი შეადგინა. თუმცა წლიურ ჭრილში პროდუქტი კვლავ 2-ჯერ გაძვირებული რჩება.
IATA-ს ცნობით, რეგიონების მიხედვით წინა კვირასთან შედარებით ფასი ასეთია:
-
აზია და ოკეანეთი: 173.7 დოლარი (კლება 3.2%);
-
ევროპა და დსთ: 202.5 დოლარი (კლება 2.1%);
-
ახლო აღმოსავლეთი: 164.4 დოლარი (კლება 2.8%);
-
ჩრდილოეთ ამერიკა: 196.8 დოლარი (კლება 2.8%);
-
ლათინური ამერიკა და კარიბის აუზი: 192.3 დოლარი (კლება 1.3%);
-
აფრიკა: 197.9 დოლარი (კლება 2.3%)
საავიაციო საწვავის ღირებულების ცვლილებას ნავთობზე ფასის ცვლილება იწვევს. საავიაციო ნავთობი პირდაპირ გადამუშავდება ნედლი ნავთობისგან შესაბამისად, გლობალურ ბაზარზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასის მატება ავტომატურად ზრდის საავიაციო საწვავის ღირებულებასაც. ამ დროისთვის Brent-ის ფასი ბარელზე 105 დოლარს შეადგენს.






















