საავიაციო საწვავის გლობალური ფასი შემცირდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) უახლესი მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით, საავიაციო საწვავის გლობალური საშუალო ფასი 7%-ით შემცირდა და ბარელზე 179 დოლარი შეადგინა. მიუხედავად კვირის ჭრილში გაიაფებისა, წლიურ ჭრილში პროდუქტი კვლავ 99%-ით არის გაძვირებული.
IATA-ს ცნობით, რეგიონების მიხედვით წინა კვირასთან შედარებით ფასები ასე განაწილდა:
-
აზია და ოკეანეთი: 163 დოლარი (კლება 6%);
-
ევროპა და დსთ: 185 დოლარი (კლება 8.4%);
-
ახლო აღმოსავლეთი: 156 დოლარი (კლება 5.2%);
-
ჩრდილოეთ ამერიკა: 186 დოლარი (კლება 5.6%);
-
ლათინური ამერიკა და კარიბის აუზი: 180 დოლარი (კლება 6.6%);
-
აფრიკა: 184 დოლარი (კლება 6.8%);
საავიაციო საწვავის ფასის კლება პირდაპირ უკავშირდება ნედლი ნავთობის გაიაფებას, რომლის ღირებულებაც ბოლო კვირაში 6%-ით შემცირდა.






















