პოლონეთთან სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის შვიდ თვეში მცირედით შემცირდა და 193,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პოლონეთთან საქართველოს 199,8 მლნ აშშ დოლარი ჰქონდა ნავაჭრი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვის შემცირება პირველად დაფიქსირდა.
რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - დაიხურა 4 აეროპორტი
რაც შეეხება გასული წლების ჯამურ მონაცემებს, სტატისტიკა შემდეგნაირი იყო:
- 2024 წელი - 382,3 მლნ აშშ დოლარი
- 2023 წელი - 319,2 მლნ აშშ დოლარი
- 2022 წელი - 259,8 მლნ აშშ დოლარი
- 2021 წელი - 206,1 მლნ აშშ დოლარი
- 2020 წელი - 161,6 მლნ აშშ დოლარი
სავაჭრო ბრუნვაში უდიდესი ნაწილი პოლონეთიდან იმპორტზე მოდის, რაც მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 164,8 მლნ აშშ დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 170,3 მლნ აშშ დოლარი იყო. წლევანდელი მონაცემებით, პოლონეთიდან მთავარი საიმპორტო საქონელი ავტომობილები და შაქარი იყო. TOP-10 საიმპორტო საქონელი კი 2025 წლის მონაცემებით, შემდეგია:
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 15,7 მლნ აშშ დოლარი
- შაქარი - 8,2 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,8 მლნ აშშ დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 5,5 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 5,16 მლნ აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 5,11 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 4,9 მლნ აშშ დოლარი
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 4,3 მლნ აშშ დოლარი
- აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 3,7 მლნ აშშ დოლარი
- ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული - 3,7 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან პოლონეთში 29 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ექსპორტი მცირედით მეტი - 29,4 მლნ აშშ დოლარი იყო.
მიმდინარე წელს, პოლონეთში TOP-10 საექსპორტო საქონელი შემდეგი იყო:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 10 მლნ აშშ დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 5,8 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 2 მლნ აშშ დოლარი
- ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 1,7 მლნ აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1,6 მლნ აშშ დოლარი
- სხვა თიხები - 889 900 აშშ დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 830 800 აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 748 000 აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 692 900 აშშ დოლარი
- ქუდები და სხვა თავსაბურავები, ტრიკოტაჟისა - 583 400 აშშ დოლარი

























