უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო შეტევისას ათამდე რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. NATO-ს საერთაშორისო საზღვრების დარღვევის საპასუხოდ, პოლონურმა სამხედრო ავიაციამ ყველა დრონი გაანადგურა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მტრული ობიექტების ჩამოგდება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რადარებდა დააფიქსირეს, თუ როგორ კვეთდნენ რუსული დრონები პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარს.
დრონების ტრაექტორიის დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი პოდლასკიეს, მაზოვიცკიესა და ლუბლინის რეგიონებისკენ იყო მიმართული. საპასუხო რეაგირება სწორედ ამ საფრთხის დადგენამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ჩამოგდებული დრონების ნაწილების მოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს.
რუსული უპილოტო აპარატების მიერ ოფიციალურ საზღვრების გადაკვეთას პოლონეთის ხელისუფლება გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა მომხდარი “აგრესიულ აქტად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვარშავას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სამხედრო რეაგირება პირველად დასჭირდა.
მედიის ინფორმაციით, დაიხურა ვარშავის დედაქალაქში მდებარე ორი აეროპორტი - შოპენის აეროპორტი და ვარშავის მოდლინის აეროპორტი. ასევე ჟეშოვ-იასიონკას აეროპორტი - რომელიც უკრაინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს - და ლუბლინის აეროპორტი.
ასევე მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას NATO-ს სამხედრო და პოლიტიკური ლიდერებიც ესწრებოდნენ.




























