მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბოლო მოვლენების გამო, შესაძლოა, ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტი შეჩერდეს”- EUGBC

640b461a928a5
ანუკა ჯოხაძე
10.03.23 15:05
2446

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ზიანი მიაყენა.

მისი თქმით, ერთ-ერთმა ინვესტორმა სწორედ ამ მიზეზით საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე, შესაძლოა, უარი თქვას. გიორგი კაჭარავა პროექტს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესგაერთიანება ინვესტორის შემოტრიალებას შეეცდება. 

“ეს არ იყო ხელშემწყობი გარკვეული პროექტების განხორციელებისთვის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთმა კომპანიამ დაგვირეკა და განაცხადა, რომ შეიძლება შეაჩეროს საინვესტიციო პროექტი ბოლო რამდენიმე კვირაში განხორციელებული პროცესების გამო, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ინვესტორი შემოვატრიალოთ.

მნიშნელოვანია, რომ დადებითისკენ გადაიხარა გადაწვეტილება და მისასალმებელია”, - აცხადებს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენმა მიმდინარე წლის 7 მარტს პირველი მოსმენით "აგენტების შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. 7-8 მარტს თბილისში პარლამენტის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, მხუთავი აირით და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალეს. "აგენტების შესახებ" კანონპროექტების მიღების საკითხზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნეგატიური შეფასებები გააკეთეს. 7 მარტს საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.

9 მარტს მმართველმა გუნდმა და მოძრაობა "ხალხის ძალამ" პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 10 მარტს ჩანიშნულ პლენარულ სესიაზე კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარა და ოფიციალურად ჩააგდო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები