მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში უიმედობა უნდა დასრულდეს“ - გიორგი კაჭარავა

64bea6212538c
თელარა გელანტია
24.07.23 22:00
755
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო (EUGBC) აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კაჭარავას აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სასამართლო სისტემის სწრაფი რეფორმა სჭირდება.

„სასამართლო სისტემის სწრაფი რეფორმა ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ რეფორმის განხორციელებისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება“, - ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

რას უნდა დაესვას წერტილი ამ ქვეყანაში? - EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, საქართველოში უიმედობა უნდა დასრულდეს.

„უნდა დავიწყოთ კონკურენტუნარიან გარემოში ყველა მეწარმის თანაბარ დონეზე დაყენება და მათი ხელშეწყობა. მათ შორის აუცილებლად უნდა ვახსენო „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც ახლა ეკონომიკის სამინისტროში დამუშავების პროცესშია. ეს არის კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს საცალო ქსელებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულების სწრაფად ხელშეწყობა, რათა მცირე მეწარმეებს შეეწყოს ხელი, რომ პირველ რიგში, საქართველოში მოახდინონ თავისი პროდუქციის რეალიზება და შემდეგ უკვე ექსპორტზე გატანა“, - თქვა გიორგი კაჭარავამ.

ცნობისთვის: ბიზნესისგან განსხვავებით, მთავრობას ე.წ. სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება, ამ ეტაპზე აქტუალურად აღარ მიაჩნია. რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMG-ისთან დაადასტურა, რომ სურსათის ფასების რეგულირების შესახებ კანონის განხილვა-მიღების საკითხი დროებით შეჩერებულია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები