წლის II კვარტალში იაპონიის ეკონომიკა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. წლის პირველ თვეებთან შედარებით, მეორე ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ნავარაუდებ 0.1%-ს გადააჭარბა და 0.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ამ მხრივ ვითარება ბოლო 5 კვარტალია უწყვეტად უმჯობესდება. ამ ეტაპისთვის ეკონომიკის წლიური ზრდა სრულ 1.0%-ზეა.
მსგავსი შედეგი ექსპორტის საგრძნობი ზრდითაა განპირობებული. განსაკუთრებული როლი ამ კუთხით ავტომწარმოებლებმა ითამაშეს, რომელთაც შესაძლო ტარიფების მოლოდინში ამერიკაში პროდუქციის ექსპორტი საგრძნობლად გაზარდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კაპიტალში ინვესტირების მაჩვენებლის ზრდა.
არსებული დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, ეკონომისტები შიშობენ, რომ იაპონიის მომენტუმი მალე დასრულდება. მათი შეფასებით, ექსპორტის ზრდა მთლიანად ტარიფების შიშით იყო განპირობებული. ახლა კი, როცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმება დაიდო, ვითარება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და ეკონომიკური ზრდაც შენელდება.




























