მიმდინარე წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 15.6 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 146 ტონით (1%-ით), ხოლო ღირებულება - 1.1 მლნ აშშ დოლარით (7%-ით) გაიზარდა.