მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო წლების განმავლობაში 2019 ყველაზე რთული იყო ტურიზმისთვის"

5e1b185d2a9c8
მარიამ ადამია
12.01.20 18:35
1314
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, 2019 წელი იყო ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე ერთი წელი, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ჰქონია.

მისი თქმით, გასული წელი რთული იყო ავიაციის სექტორისთვისაც, რადგან რუსეთის ბაზარს დიდი წილი ეკავა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით საჰაერო მიმოსვლის მიმართულებით, ანუ კვირაში 10-15 პირდაპირი ავიარეისი სწორედ მეზობელ რუსეთში ხორციელდებოდა, რაც საბოლოოდ ითარგმნებოდა საერთაშორისო ვიზიტორებსა და ტურისტებში.

“ის, რომ ივლისში დავდექით ფაქტის წინაშე და კვირაში 10-15 რეისი დავკარგეთ, იყო უდიდესი გამოწვევა, თუმცა, ჩვენ კერძო სექტორთან თანამშრომლობით წარვადგინეთ აქტივობები და ხედვები, რაც შევიმუშავეთ სექტორის გადასარჩენად. ანუ სწორება გვქონდა ახალ მიმართულებებზე, როგორიცაა ევროკავშირის, სპარსეთის ყურის, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ასევე დავიწყეთ მარკეტინგული კამპანიები შორ მანძილებზე, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი და იაპონია. კამპანიებმა და დივერსიფიკაციამ კი რეალურად შედეგი მოგვცა”- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
გარდა რუსეთის ტურისტული ემბარგოსი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სხვა გამოწვევებზეც, რაც გასულ წელს სექტორში გამოიკვეთა და მათ შორის იყო ქვეყნის უსაფრთხოება.

“საქართველო არასამართლიანად დაპოზიციონირდა არც თუ ისე უსაფრთხო ქვეყანად და ამან ნაწილობრივ შეაფერხა ქვეყანაში ტურისტების შემოდინება, ხოლო რიგით მესამე გამოწვევა იყო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგომარეობა. მათ დაკარგეს უდიდესი ნაკადი ტურისტების, რაც რეალურად, მათთვის შემოსავლის წყარო იყო” - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები