მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო წლებში საქართველოში მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა"

62580b2026ba1
მარიამ იზორია
14.04.22 15:52
659
„ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ოთარ შამუგიამ სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალის” შედეგებზე ისაუბრა და როგორც თავად აღნიშნა პროგრამის ფარგლებში 2021 წელს მრავალწლოვანი ბაღები 3,600 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა.

„ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ არის „დანერგე მომავალი“ - პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3,600 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მოთხოვნად პოზიციებს იკავებს საექსპორტო პროდუქტები, როგორიც არის კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ბოლო წლებში საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 600 ათასი ტონა შეადგინა“, - განმარტა მინისტრმა.

ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება სახელმწიფოს მიერ 17,000 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები