მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბოლომდე”, “ცეცხლი ოლიგარქიას” - მოქალაქეების ნაწილმა ამ შეძახილით გადაკეტა რუსთაველის გამზირი

აქცია

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. “ბოლომდე”, “ცეცხლი ოლიგარქიას” - მოქალაქეების ნაწილმა ამ შეძახილით გადაკეტა რუსთაველი.

დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის მხარეს რჩება. ცოტა ხნის წინ აქციას ორივე მხრიდან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიუახლოვდა, გააფრთხილეს აქციაზე მყოფები და ტერიტორია დატოვეს.

ცნობისთვის, დღეს შსს-მ ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. სანაიას გარდა, დაკავებულა კიდევ 13 პირი, რომელთაც საპროტესტო აქციაზე სამართალდარღვევას ედავებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები