მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Booking.com-სა და Airbnb-ზე ბინების გამქირავებლებს 300-ლარიანი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ

5eaadc6f91198
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.20 18:14
6331
სახელმწოფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის მიღება შეუძლიათ იმ პირებსაც, ვინც Booking.com-სა და Airbnb-ის სისტემების მეშვეობით დღიურად აქირავებდა ბინებს და COVID-19-ის გამო, ამ მხრივ მომხმარებლები აღარ ჰყავთ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ადამიანები სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად, ერთჯერადად 300 ლარის დახმარებას მიიღებენ, ამისთვის კი, მათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ესაჭიროებათ. ეს დოკუმენტიაა:

კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: 

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); 
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; 
  • ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ; 
  • 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი; 

ამ შემთხვევაში კი ეს დამადასტურებელი დოკუმენტია:

“საბანკო ამონაწერი, რომლითაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან (Booking.com-იდან ან Airbnb-დან) მიღებული შემოსავალი,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განმარტებაში.

Booking.com-ის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 4,868 უძრავი ქონების გაქირავება ხდება, ხოლო Airbnb-ის მეშვეობით რეგისტრირებული ოთახრების რაოდენობა კი 10,000-ს აჭარბებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები