მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბორდო” სერიოზულ სანქციებს გადაურჩა

ბორდოს სანქცია

საფრანგეთის მენეჯმენტის კონტროლის ეროვნულმა დეპარტამენტმა, რომელიც ფრანგული კლუბების ფინანსურ ნაწილს განაგებს, “ბორდოს” საქმეზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ისინი კლუბის სახელფასო და სატრანსფერო ტრანზაქციების კონტროლით შემოიფარგლებიან.

აქედან გამომდინარე ფრანგულ კლუბს მხოლოდ იმ თანხის დახარჯვა შეეძლება, რომელთაც ფეხბურთელების გაყიდვით გამოიმუშავებს. გუნდს ევალება, რომ ფეხბურთელების გაყიდვით მინიმუმ 10 მილიონი ევრო გამოიმუშაონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ ახალი მოთამაშეებით შემადგენლობის გაძლიერების უფლება.

“ბორდოს” ტექნიკური დირექტორი ადმარ ლოპესი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს, შესაფერის ფეხბურთელებს ეძებს და ამავდროულად საკუთარი მოთამაშეების გაყიდვაზეც ფიქრობს. მათ შორის მოიაზრება ზურიკო დავითაშვილის, ალბერტ ელისის, მალკომ ბოკელესა და დანილო იგნატენკოს გასხვისება. იყო შანსი, „ბორდოსთვის“ სატრანსფერო ბანი დაედოთ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონიდან, ლიგა 2-დან გაეგდოთ, თუმცა კლუბი მარტივი სანქციით გადარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები