მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომის მერიამ ქალაქის ნაძვის ხის შესაძენას 83 ათასი ლარი გადაიხადა

BM.GE
26.12.18 09:56
867
ბორჯომის მერიამ ქალაქის ნაძვის ხის შესაძენას 83 ათასი ლარი გადაიხადა. ქალაქში ბოლო 25 წლის განმავლობაში საახალწლო ნაძვის ხე პირველად შეიძინეს, ამ დრომდე ბორჯომელები ბუნებრივ ნაძვს რთავდნენ. საერთო ჯამში წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის მოსართავად 100 083 ლარი გაიწერა. სამხრეთის კარიბჭეს ინფორმაციით, . თვითმმართველობამ ტენდერი ორ ეტაპად გამაოცხადა. პირველ ეტაპზე შპს „დანდმა“ 83 303 ლარით მოიგო, ამ თანხაში შედიოდა ნაძვის ხის შესყიდვაც, მეორე ეტაპზე კი შპს „ჯეო სტრიმმა“ 16,780 ლარით ქალაქში მანათობლები მოაწყო.

http://sknews.ge/index.php?newsid=20802.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები