მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომის ტყის აღდგენა - თიბისი ბანკმა სამუშაოების მხარდასაჭერად მემორანდუმი გააფორმა

BM.GE
14.09.18 13:14
1521
თიბისი ბანკის ინიციატივით 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება. თიბისი ბანკმა მემორანდუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სატყეო სააგენტოსთან და „ეროვნულ საშენ მეურნეობასთან“ გააფორმა, რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს. ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება,რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები