მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში ისტორიული ჰესის მუზეუმი გაიხსნება

61516a376b442
დავით ჯალაღონია
27.09.21 11:32
1026
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) ბორჯომში, ისტორიული ჰესის აღდგენაზე მუშაობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ჰესის მუზეუმის განთავსებასაც ითვალისწინებს.

GEDF-ის ხელმძღვანელ გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ეს ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა ( 60 კვტ.სთ), თავდაპირველი სახით აღდგება და ვიზიტორებს მისი დათვალიერება შეეძლებათ. ამასთან, სამუშაო რეჟიმს თავად ჰესიც დაუბრუნდება. ამ ეტაპზე ელექტროსადგურის შენობის, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე განთავსებული სადაწნეო და სალექარი აუზებისა და მათ შორის დამაკავშირებელი კიბის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.




"მოხდება მისი აღდგენა და ეს იქნება ასევე ერთ-ერთი ტურისტული ატრაქცია ქვეყანაში. თვითონ მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით 3,5 მლნ ლარით არის განსაზღვრული. 2022 წლის ნოემბრისთვის არის განსაზღვრული მისი გახსნა და ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ზუსტად ანალოგიური ჰესი ნახონ, რაც იქნა აშენებული 1899 წელს, რაც ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენს რეგიონში", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ჰესის სიმძლავრე რეაბილიტაციის შემდეგ არ გაიზრდება.





შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ცენტრალურ პარკში ისტორიული ჰესი 1899 წლის 15 იანვარს გაიხსნა, 1950 წელს კი სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები