მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე ქვრივიშვილი

მთავრობის მიერ დაფუძნებულ ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, კორპორაციას უფრო ფართო მანდატი ექნება.

"ეს არის ახალი ინსტიტუცია, რომელიც ყალიბდება. რამდენიმე ძველ ინსტრუმენტს აერთიანებს, მათ შორის არის აწარმოე საქართველოში, საქართველოს განვითარების ფონდი, შეუერთდება აგრეთვე ენერგეტიკის განვითარების ფონდი და გარდა ამისა დაემატება ახალი ინსტრუმენტები, მათ შორის სინდიცირებული სესხების ინსტრუმენტი. მოგეხსენებათ, აწარმოე საქართველოში აფინანსებდა მცირე და საშუალო საწარმოებს, ახალი კორპორაცია დააფინანსებს მსხვილ პროექტებსაც. შესაბამისად, ბევრად უფრო ფართო მანდატი ექნება. ასეთი ინიციატივა კიდევ უფრო მეტად შუწყობს ხელს ეკონომიკური განვითარების ტემპის დაჩქარებას, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (GEDF) სახელმწიფო საწარმოა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. მისი მისია ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაცია და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები