მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომში ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვის ხეებს აზიანებენ

BM.GE
02.04.19 09:26
792
ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვის ხეებს აზიანებენ. ადგილობრივები ხეს კანს კვარის გამო ათლიან, რის გამოც, ხეები ხმება. ‘ხეებს კვარისთვის თლიან’– ყვიბისში 30–მდე ფიჭვის ხე დააზიანეს. დაზიანებული ხეების ფოტოები სოციალურ ქსელში, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა გაავრცელა: „ეს სამწუხარო ამბავი, ხდება სოფელ ყვიბისში, ე.წ. კონცხზე, რომელიც არის წლების წინ ხელოვნურად გაშენებული და დღემდე წარმოადგენს სოფლის ერთადერთ დასვენების ადგილს. ეს ხომ ხელოვნურად გაშენებულია და უნდა ემსახუროს თაობებს, სოფელს“, – წერს გელაშვილი.

http://sknews.ge/index.php?newsid=22018.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები