”ბოროტება, რომელიც მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, ბოროტება, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესვრის და ანგრევს საავადმყოფოებს, ვერ შეჩერდება ერთ ქვეყანაში, თუ მას ექნება ძალა უფრო შორს წავიდეს”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის, რადგან ეს ეხება არამხოლოდ ერთ ქვეყანას, არამედ სრულად ევროპას.
"დღეს რაც ხდება უკრაინაში, ეს ყველაფერი ხვალ მოხდება ევროპაში"– ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ადამიანები მსოფლიოს ქალაქებში აქციებზე გამოდიან იმის გამო, რომ საკუთარ ხელისუფლებებს მოუწოდონ, გააკეთონ მეტი უკრაინისთვის.




























