მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა“ — ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა

ტრამპი და ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „მამაც ბრძოლაში იბრძვის“ და ბრძოლას რთულს უწოდებს.

„კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან და ბევრი კარგი შეხვედრა მქონდა ბევრ კარგ ადამიანთან, დიად ლიდერებთან. ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა,“ — განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი რუსეთსა და უკრაინას შორის, ტრამპმა აღნიშნა, რომ საუბარი ძირითადად ზელენსკის მდგომარეობას შეეხო:

„არა, არა. უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ არის. ის რეალურად ძალიან სასიამოვნო იყო. ზოგჯერ ცოტათი რთული პერიოდები გვქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო…“

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის ომის დასრულება სურს და ამისთვის შესაძლოა, თავად ვლადიმირ პუტინთანაც ისაუბროს:

„შეხვედრიდან რაც გამოვიტანე — რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო — მას ამის [ომის] დასრულება სურს. ვფიქრობ, კარგი დროა დასასრულებლად. ვაპირებ ვლადიმირ პუტინთან საუბარს, ვნახავ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება…“ — განაცხადა ტრამპმა.

შეხვედრა ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა, სადაც მოკაცშირეები შეთანხმდნენ რომ უკრაინის უსაფრთხოება ნატო-ს საერთო უსაფრთხოების ნაწილია და თავდაცვითი ხარჯების გათვლისას მისი მხარდაჭერაც უნდა იყოს გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები