ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის ხელისუფლების ცვლილების შესახებ აშშ-ის ლიდერის განცხადებები გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იქნება უკრაინის მმართველი.
საყურადღებოა, რომ მედიასთან გამოსვლისას ბელარუსის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური დაპირებაც გაიხსენა. მან ახსენა უკრაინის მეთაური 2019 წლის დაპირება, რომ ის მოსახლეობას მხოლოდ ერთი ვადით მსახურებას დაჰპირდა.
ლუკაშენკოს თქმით, პირობის შესრულების მოთხოვნის მხრივ დონალდ ტრამპის პოზიცია მართებულია, თუმცა სრულიად მიუღებელია, რომ ამერიკელმა ლიდერმა უკრაინას კონკრეტული ნაბიჯები უკარნახოს.
ბელარუსის მმართველმა აღნიშნა ისიც, რომ ის სამხედრო დაპირისპირების დასრულებას მიმდინარე ან მომდევნო წელს მოელის. მისი განმარტებით, მშვიდობის მიღწევის ინტერესი მოსკოვსა და კიევს თანაბრად აქვთ.
ამას გარდა, პრეზიდენტმა ხანგრძლივი კონფლიქტის თანამდევ ეკონომიკურ სირთულეებზე ისაუბრა. ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთს უდიდესი სამხედრო და ეკონომიკური რესურსი აქვს. თუმცა, მისივე თქმით, ხანგრძლივ კონფლიქტს რუსულ ეკონომიკაზეც ნეგატიური გავლენა აქვს.
























