1 წლის განმავლობაში უკანონო თევზჭერისა და თევზჭერის წესების დარღვევის 697 ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისი სტატისტიკა BM.GE-მ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა და სანქციები გამკაცრდა.
ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე უკანონო თევზჭერის 316 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება და ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
თევზჭერის წესების დარღვევის 130 ფაქტზე დამრღვევი დადგენილი არაა და შესაბამისად არავინ დაჯარიმებულა.
ჯამურად, გარემოს 34 211 ლარის ზიანი მიადგა, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 4 910 ლარია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი უკანონო თევზჭერისა და თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტების მაჩვენებლები ასეთია (1 ოქტომბერი, 2024 წ.-1 ოქტომბერი 2025 წ.):




























