მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8,200 ბიტკოინის მითვისებას ედავება

64a6f12df1eed
ალა ისპირიანი
06.07.23 20:47
621
ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8,200 ბიტკოინის მითვისებას ედავება. ამის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი. 

საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ კი 8,253 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

პროკურატურის განცხადებაში საუბარი უკვე იყო მითვისებულ 8 253 ბიტკოინზე, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში იყო 39 მილიონი დოლარი. (დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს). 

ინვესტორი, რომლის თანხების მითვისებასაც პროკურატურა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძრვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ედავება, როგორც აღმოჩნდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია. 

გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. მან ასევე თქვა, რომ ბოლომდე დავიცავს საკუთარ სიმართლეს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები