მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ჩვენი ჯიბეებიდან მოპარული ფულია“ – გია ხუხაშვილი სადავო 39 მილიონ დოლარზე

64a84fc778618
ელენე კვანჭილაშვილი
08.07.23 00:05
10598
„5 მილიონმა 40 მილიონი რომ დაწერა – დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული და მოპარულია ფულია“ – ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს.

გუშინ პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გუშინვე სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ მრჩეველს 8 253 ცალ ბიტკოინის მითვისებას ედავებიან, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში 39 მილიონი დოლარი იყო. დღევანდელი კურსით კი ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს.

დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი ჩაერთო, რომლის მმართველი პარტნიორიც, რობერტ ამსტერდამი პროკურატურის მიერ 6 ივლისს გაჟღერებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ხურდაში აღებული ელექტროენერგია ბაჩიაშვილის ლამაზი თვალების გამო იყო? თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული ეს შეღავათები და პრეფერენციები ბიძინა ივანიშვილისთვის იყო, მაშინ ბიძინა თვლის, რომ ეკუთვნის და მოითხოვს“ – ამბობს გია ხუხაშვილი და განმარტავს, რომ გარემოში, სადაც კანონი და ინსტიტუციები არ მუშაობს, ბუნებრივია, რომ ბიზნესგარჩევები ‘პო პანიაწიამ’ წარიმართოს.

„ეს ხდება რეალურად დღეს. რატომ? – მაქვს ამაზე ჩემი ვერსია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ვერსიაა და ჭორაობას ვერ მოვყვები“ – ამბობს გია ხუხაშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები