გავლენიანი გამოცემა Reuter-ის ინფორმაციით, ბრაზილიის იუსტიციის სამინისტრომ Facebook-ი $1.64 მილიონით დააჯარიმა. ტექნოლოგიური გიგანტის დაჯარიმების მიზეზად მომხმარებლების მონაცემების არასათანადოდ გავრცელება სახელება.
სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბრაზილიაში ეს Facebook-სთვის დაწესებული პირველი ჯარიმაა, რომელიც Cambridge Analytica–ს მიერ 2018 წელს, მონაცემთა უკანონოდ გამოყენებას უკავშირდება.
Facebook-ი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
Facebook-ს ჯარიმის სახით $5 მილიარდის გადახდა 2019 წლის ივლისში აშშ-ის მარეგულირებელმა კომპანიამაც დააკისრა – მიზეზი კონფიდენციალურობის დარღვევა იყო. მათ შორისაა ყველაზე რეზონანსული, სწორედ Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.




























