მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიაში ციკლონს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20 უგზო-უკვლოდ დაიკარგა - Reuters

648ed63b7c732
ალა ისპირიანი
18.06.23 13:32
573
ბრაზილიის შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულიში ექსტრატროპიკული ციკლონის გამო მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 20 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ქარიშხალმა კოკისპირული წვიმა გამოიწვია და დატბორილ უბნებში ძებნა მიმდინარეობს, რათა აღმოაჩინონ კიდევ 20 დაკარგული, ნათქვამია რიო გრანდე-დუ სულის მთავრობის პრესრელიზში.

„შეშფოთებული ვართ კარაში არსებული ვითარების გამო. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად და სწრაფად მოვახდინოთ ძირითადი დაზარალებული ტერიტორიების დადგენა და ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”, - განაცხადა რიუ-გრანდი-დუ-სულის გუბერნატორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები