ბრაზილიაში მთავრ სანახაობაზე 2,8 მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან. მთავრი სანახაობა ტრადიციულად კოპაკაბანას სანაპიროზე შედგება.
საახალწლო შოუს ორგანიზატორების განცხადებით, წელს ბრაზილიელებს და ტურისტებს 15-წუთიან ფოიერვერკს შესთავაზებენ, რომელსაც თან მუსიკალური ფონიც ახლავს.
ახალი წლის ღამეს რიო დე ჟანეიროში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება. მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.