მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა, მინიმუმ, 90-მდე გაიზარდა

წყალდიდობა

გასულ კვირას ბრაზილიის სამხრეთით, რიუ-გრანდი-დუ-სულის რეგიონში მოსულ უხვ ნალექსა და წყალდიდობას, მინიმუმ, 90 ადამიანი ემსხვერპლა, 150 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა და ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, წყალდიდობა სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. ძებნა-შველის უწყვეტი ოპერაციების მიუხედავად, ათობით ადამიანი კვლავ ევაკუაციის მოლოდინშია. მათივე ცნობით, გადარჩენილთა საშველად ქალაქის მასშტაბით ნავებით გადაადგილდებიან.

შტატის სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, კიდევ 4-ის მდგომარეობას კი ამ დრომდე იძიებენ. 131 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 155 000 კი - უსახლკაროდ დარჩა.

წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რომელიც 1 მაისიდან დაიწყო და მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. პოზიტიური ამინდის პროგნოზის მიუხედავად, ძლიერი წვიმა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

კლიმატის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რიუ-გრანდი-დუ-სულის რეგიონში ექსტრემალური ამინდის პირობები “ელ-ნინიოს” ფენომენით გამოწვეულმა თბურმა ტალღამ შექმნა. “ელ-ნინიო” კლიმატური ანომალიაა, რომელმაც წყნარ ოკეანეში წყლის ტემპერატურის ზრდა გამოიწვია, რამაც სამხრეთ ბრაზილიაში უხვი ნალექი მოიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები