მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიის ავიახაზები რეისებს Boeing 737 MAX-ით განაახლებს

5fd0cea1793bc
ნათია თაქთაქიშვილი
09.12.20 21:42
1032
ბრაზილიის ავიახაზები Gol აცხადებს, რომ ავიაკომპანია კომერციულ რეისებს Boeing 737 MAX-ით განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Gol-ის ვიცეპრეზიდენტის სელსო ფერერის განცხადებით, ავიაკომპანია აბსოლუტურად დარწმუნებულია Boeing 737 MAX-ის უსაფრთხოებაში, მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა გარკვეული მოდიფიკაცია გაიარა.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით თვითმფრინავის უსაფრთხოებას ბოლო 20 თვის განმავლობაში. ჩვენთვის უსაფრთხოება ერთადერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - განაცხადა სელსო ფერერიმ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ცნობილმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Ryanair-მაც განაცხადა, რომ 75 Boeing 737 MAX-ს შეიძენს.

შეგახსენებთ, Boeing 737 Max-ი რამდენიმე წლის წინ მომხდარი ორი ავიაკატასტროფის შემდეგ ბაზარზე აღარ ოპერიდებდა. ამ მოდელის თვითმფრინავი ეთიოპიაში 2019 წლის მარტში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. Boeing 737 MAX 8-მა ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა. მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები