მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა “Nike”-თან 1,2 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

ნაიკი და ბრაზილია

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა “Nike”-თან ახალი 12 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ამერიკული ბრენდი გუნდის მაისურების ექსკლუზიური მიმწოდებელი იქნება.

ამერიკელები მაისურებს შეკერავენ ბრაზილიის: კაცთა, ქალთა, ახალგაზრდული, ოლიმპიური, სანაპიროსა და ფუტსალის გუნდებისთვის. ფედერაციას ლიცენზირებული პროდუქციის უცხოეთში გატანა და გლობალურ ქალაქებში მარკეტების გახსნა შეეძლება.

მხარეები ერთმანეთთან 1996 წლიდან თანამშრომლობენ და ახალი გარიგებით მათი ურთიერთობა მეოთხე დეკადაზე გადავა. შეთანხმება ძალაში ბრაზილიაში ჩასატარებელ 2027 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისას შევა, რომელსაც სამხრეთ ამერიკელები პირველად მასპინძლობენ და 2038 წლამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2027 წლიდან ბრაზილიის გარდა “Nike”-ი ურუგვაისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების სპონსორიც ხდება, რომელიც “Adidas”-თან 70 წლიან ურთიერთობას ამთავრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები