მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-ის აქციებს S&P 100 ინდექსიდან ამოიღებენ

nike

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკული გიგანტის, Nike-ის აქციებს 21 სექტემბერს S&P 100 ინდექსიდან ამოიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ინდექსის პროვაიდერმა კომპანიამ, S&P Dow Jones Indices-მა გამოაქვეყნა.

აღნიშნული ინდექსი 100 მსხვილი ამერიკული კომპანიისგან შედგება, რომელთა მოთხოვნებს Nike ვეღარ აკმაყოფილებს, რადგან მისი აქციების შეფასება, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 80%-ით არის შემცირებული და საბაზრო კაპიტალიზაცია $57 მილიარდს შეადგენს.

Nike-ის დაღმასვლა გაუარესებულ ფინანსურ შედეგებს, შემცირებულ მოგებას, დაკარგულ ბაზრის წილს და კონკურენტებისგან გაზრდილ ზეწოლას უკავშირდება. ამასთან, კომპანიის მენეჯმენტს კრიზისიდან გამოსვლის რეალური გეგმა არ აქვს, რაც 62-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის მიმართ ინვესტორების განწყობას აუარესებს.

თუკი Nike-ის დაღმასვლის პროცესი ამ ტემპით გაგრძელდება, მას S&P 500 და Dow Jones-ის ინდექსებიდანაც ეტაპობრივად გააძევებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები