მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს შინაპატიმრობა მიესაჯა

ბოლსონარუ
BM. GE
05.08.25 22:00
615

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალეხანდრო დე მორაესის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს შინაპატიმრობა მიესაჯა.

სასამართლოს განმარტებით, სასჯელი განპირობებული იქნა ბოლსონარუს მიერ სასამართლო შეზღუდვების დარღვევის გამო, რომელიც მას საზოგადოებასთან საჯარო კომუნიკაციას უკრძალავდა, მათ შორის სოც.ქსელების გამოყენებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ბოლსონარუმ აღნიშნული შეზღუდვები დაარღვია საკუთარი ვაჟის სოც.ქსელების ანგარიშის გამოყენებითა და ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე სატელეფონო ხაზით მითითებების გაცემით.

შინაპატიმრობის პირობების თანახმად, მას ეკრძალება სახლის დატოვება, ასევე აკრძალულია მნახველების მასთან მისვლა, გარდა ოჯახის უახლოესი წევრებისა და ადვოკატისა. ამასთან აკრძალულია მობილური ტელეფონების მის გარშემო გამოყენება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსდევს იმ დიდ სასამართლო დავას, რომელიც 2022 წლიდან მიმდინარეობს. ბრაზილიის ამჟამინდელი ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რომელსაც ადგილი ბოლსონარუს არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰქონდა.

საგულისხმოა, დაკავებული ბოლსონარუ ტრამპის ახლო მოკავშირე და მეგობარია. პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით მოსამართლე მორაესი დასანქცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები