მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BRICS-ის წევრმა ქვეყნებმა ტრამპის სატარიფო პოლიტიკა დაგმეს და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა განიხილეს

სამიტი
BM. GE
08.07.25 14:02
328

ბრაზილიამ, რიო BRICS-ის მე-17 სამიტს უმასპინძლა. გაერთიანების წევრი ქვეყნების განხილვის საგანი გასული ერთი წლის განმავლობაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები იყო. განსაკუთრებული ყურადღება ტრამპის ხისტ სატარიფო პოლიტიკას დაეთმო.

ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ შტატების ახალი ეკონომიკური მიდგომა საფრთხეს უქმნის გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას. ამ გამოწვევას კი BRICS-ი ერთიანობითა და სიმტკიცით უნდა დაუპირისპირდეს.

სამიტზე განხილვის თემა იყო ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობაც, კერძოდ, ისრაელ-ჰამასის ომი. ლიდერებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდეს მხარეებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჰამასმა ყველა გატაცებული ტყვე უნდა დააბრუნოს.

BRICS-ის წევრმა ქვეყნებმა გააკრიტიკეს საერთაშორისო ტრენდად ქცეული პროტექციონიზმი და აღნიშნეს, რომ თუ სახელმწიფოები პოზიციებს არ შეარბილებენ, ეს გლობალური მიწოდების ჯაჭვებს მოარღვევს და მრავალი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს. სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან გააკრიტიკა NATO-ს თავდაცვითი ბიუჯეტის გაზრდა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ატლანტიკური ორგანიზაცია მსგავსი ნაბიჯებით არა მშვიდობას, არამედ ომს უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ BRICS-ის მე-17 სამიტს არ დასწრებიან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები. ქვეყნების საგარეო უწყებებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტების გადატვირთული რეჟიმის ბრალია. სხვაგვარად ფიქრობენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებითაც, ორი დამფუძნებელი წევრის არ ყოფნა შიდა არასტაბილურობაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები