მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანელმა დეპუტატმა გაერთიანებული სამეფოს მიერ ივანიშვილის სანქცირების შუამდგომლობა წარადგინა

ჯეიმს მაკლირ

ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირმა წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს. მან ამის შესახებ X-ზე დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მაკლირის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმაც იგივე უნდა გააკეთოს.

მის მიერ გამოქვეყნებული შუამდგომლობის დოკუმენტი, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე, შემდეგი შინაარსისაა:

„პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენების ხელშეწყობაში; მიუთითებს, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას იმავეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ; მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს გადახედოს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციისკენ; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები