მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთი და ავსტრალია ატომურ წყალქვეშა ნავებს ერთად შექმნიან

ბირთვული წყალქვეშა ნავები

გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს ერთად შექმნიან. აი, სწორედ ამას ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული 50-წლიანი შეთანხმება, რომლის ჯამური საორიენტაციო ბიუჯეტი $27 მილიარდია.

გარიგება, რომელიც 1901 წლის ავსტრალიის ფედერაციის დაფუძნების შემდეგ მიღწეული ყველაზე მასშტაბური ორმხრივი დოკუმენტია, ხაზს უსვამს, როგორც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას, ასევე რთულ და გაურკვეველ გეოპოლიტიკური კონტექსტს, რომელიც მსოფლიოში ბოლო დროს შეიქმნა.

როგორც ივნისში გახდა ცნობილი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გადაწყვეტილებით, ქვეყანა შეტევით სამხედრო პოტენციალს გააძლიერებს. ამ მიზნით, UK-ის ჯარი 12-მდე შეტევითი წყალქვეშა ნავის აგებას აანონსებს. წყალქვეშა ნავები ბირთვულ ენერგიაზე იმუშავებს, მაგრამ ბირთვული იარაღით არ იქნება შეიარაღებული. პროექტზე ბრიტანული BAE Systems-ი და აგრეთვე ბრიტანული Rolls-Royce-ი იმუშავებენ.

ახალი კლასის ნავები გაერთიანებენ გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა ფლოტის დიზაინის გამოცდილებას, აშშ-ის მოწინავე სამხედრო-ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და ავსტრალიის განვითარებადი თავდაცვითი საჭიროებებს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია აშშ-ში შემუშავებული ბირთვული ძრავის სისტემა, რომელიც ნავებს უზრუნველყოფს პრაქტიკულად შეუზღუდავი რადიუსითა და ოპერაციული გამძლეობით — მათ შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა თვეების განმავლობაში ზედაპირზე ამოსვლის გარეშე.

გარდა ამისა, ახალი წყალქვეშა ნავები აღიჭურვება ვერტიკალური გაშვების სისტემებით (VLS), რაც მათ მისცემს საშუალებას გაუშვან სხვადასხვა ტიპის გრძელმსროლელი და მაღალი სიზუსტის იარაღი, მათ შორის — Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები და, მომავალში, ჰიპერბგერითი შეიარაღებაც. ეს წარმოადგენს სერიოზულ გაუმჯობესებას შედარებით მოქმედ Astute-ის კლასთან, რომელიც შეზღუდულია მხოლოდ ტორპედოებით გაშვებული შეიარაღებით.

ახალი წყალქვეშა ნავები ქვეყნის ჯარში სწორედ არსებულ Astute-ის კლასის შვიდერთეულიან წყალქვეშა ნავებს ჩაანაცვლებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 2030-იანი წლების დასაწყისში ამოიწურება. გაერთიანებული სამეფო თავდაცვითი ძალების მოდერნიზაციაზე მუშაობს და წყალქვეშა ნავების განახლება ამ მხრივ ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ნაბიჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები