მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი და ნორვეგია კიევს კიდევ 450 მლნ ფუნტის სამხედრო მხარდაჭერას გაუწევენ

უკრაინა

დიდი ბრიტანეთი კიევს ნორვეგიასთან ერთად კიდევ 450 მლნ ფუნტის ოდენობის სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს. როგორც BBC წერს, 350 მილიონ ფუნტს გაერთიანებული სამეფო, 100 მილიონს კი, ნორვეგია „უკრაინის ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს, რომელსაც ბრიტანული მხარე მართავს.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს ასობით ათასი დრონის, ანტისატანკო ნაღმებისა და სამხედრო მანქანების შეკეთების ფინანსურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, როგორც ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, სარადარო სისტემებიც დაფინანსდება.

”ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გზით,” - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ და დასძინა, რომ 2025 წელი უკრაინისთვის კრიტიკული იქნება.

ცნობისთვის, დღეს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან და უკრაინაში პოსტსამშვიდობო შეთანხმების შემდეგ სამშვიდობო ძალების გაგზავნაზე იმსჯელებენ. შეხვედრას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები