მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი დღეიდან Oxford University/AstraZeneca-ს COVID-ვაქცინის გამოყენებას იწყებს

5ff2d4ec9cb00
ნათია თაქთაქიშვილი
04.01.21 13:10
793
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო დღეიდან Oxford University/AstraZeneca-ს COVID-ვაქცინის გამოყენებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც AstraZeneca-ს პრეპარატით ხდება ვაქცინცია. აღნიშნული ვაქცინის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მედიკამენტის შენახვა ჩვეულებრივ ტემპერტურაზეც არის შესაძლებელი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოსახლეობისათვის, დაახლოებით, 100 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა დაარეზერვა და დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია მილიონზე მეტი ვაქცინის დოზა; ასევე, დამატებით მილიონი დოზა ვაქცინის მობილიზება იგეგმება მომდევნო კვირებში.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის განცხადებით, 730-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტია გახსნილი ქვეყნის მასშტაბით.

„აღფრთოვანებული ვარ ბრიტანელი მეცინიერების მიღწევით; დღეიდან Oxford University/AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციას ვიწყებთ. ვიმედოვნებ, რომ ეს კიდევ ერთი ახალი იმედი იქნება მოსახლეობისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა მეთ ჰენკოკმა.

გამოცემა წერს, რომ დღეისთვის დიდ ბრიტანეთში მილიონზე მეტმა ადამიანმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უკვე მიიღო.