მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის

5e345aedf3e00
BM.GE
01.02.20 03:00
1853
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის. ქვეყანამ ევროპული ბლოკი თბილისის დროით 03:00 საათზე დატოვა. ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი გემგავს, რომ "ახალი ეპოქის“ დაწყებასთან დაკავშირებით, ინგლისის მოსახლეობას სიტყვით მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 47 წლის წინ შეუერთდა. ის არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკიდან გასვლა გადაწყვიტა. დღეიდან ბრიტანეთის დროშა ჩამოშორდება ევროკავშირის ინსტიტუციებს როგორც ბრიუსელში, ასევე - სტრასბურგში.

ამასთან, მომდევნო 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება უნდა მოახერხოს.

შეგახსენებთ, ბრექსითს მხარი ბრიტანეთში 2016 წელს გამართულ რეფერენდუმზე დაუჭირეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები