მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს უჭერს

6218b3f28f8cf
მარიამ ვარადაშვილი
25.02.22 14:52
1816
ბრიტანეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს უჭერს და აგრძელებს მოკავშირეებთან ამ საკითხის ლობირებას. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ბენ ვოლესმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს სურს სანქციების ნაწილში SWIFT-ის სისტემაც მოხვდეს, რაც რეალურად რუსეთს შესაძლებლობას აძლევს ფინანსური ტრანზაქციები წარმაროთ, თუმცა ის საერთაშორისო ორგანიზაციაა და ბევრი ქვეყანა გარიცხვას მხარს არ უჭერს. ვოლენსის განცხადებითვე, ეს ვითარებას ართულებს.

SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გარიცხავზე გუშინ ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმაც ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი სისტემას არ გამოეთიშება, თუმცა იქვე დასძინა, რომ შესაძლებელია ამ საკითხს დაუბრუნდნენ.

SWIFT ტრანზაქციების განხორციელებისას ინფორმაციას ბანკებს აწვდის. მაგალითად, აშშ-ის ბანკებს აქვთ უნიკალური SWIFT კოდები, რომელთაც მომხმარებელი საბანკო გადარიცხვებისას იყენებენ. დღეის მდგომარეობით, ის მსოფლიოს მასშტაბით 11 ათას ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები