მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

ბრიტანული სანქციები

დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდი გემების წინააღმდეგ ახალი ტიპის შეზღუდვებს აწესებს, რითაც ლონდონი პირველი გახდება, ვინც ამ ტიპის ტრანსპორტზე სანქციებს გაავრცელებს.

ახალი რეგულაციების შესახებ ოფიციალური განცხადება საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში გაკეთდა. შეზღუდვები ასევე შეეხება ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს და იმ ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც მოსკოვი დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის აქტიურად იყენებს. შედეგად, იმ სანქცირებული გემებისა და გაზმზიდების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთთან აკავშირებს, 600-ს გადააჭარბებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყანა ამ ნაბიჯით ზრდის ზეწოლას და კრემლის შემოსავლების წყაროებს ბლოკავს, ამიტომ სასურველი იქნება, თუ G7-ის წევრი სხვა ქვეყნებიც ამ გზას აირჩევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები