მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გადადგა

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი თანამდებობიდან და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტიდან გადადგა.

სტარმერის ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში რამდენიმეთვიანი პოლიტიკური ტურბულენტობა დასრულდა. მთავრობის მეთაურზე ზეწოლა მაისის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის მძიმე მარცხის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ აჯანყდნენ საკუთარი პარტიის წევრები, რომლებიც მის ლიდერობასა და პოლიტიკურ კურსს ღიად უპირისპირდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ კირ სტარმერმა „ლეიბორისტულ პარტიას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოუტანა, თუმცა პოლიტიკოსი ქვეყნის მთავრობას ორ წელზე ნაკლები ვადით ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები