მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში სექტემბრის წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელ მაჩვენებელს გადააჭარბა და 3.5% შეადგინა.

სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, სამომხმარებლო ფასების ზრდა საავტომობილო საწვავის 29.8%-იან გაძვირებას უკავშირდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მზარდი დონის ფონზე, ინგლისის ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, 98%-იანი ალბათობით, მომდევნო თვეს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მოიმატებს და 4%-ით განისაზღვრება. ამასთან, ტრეიდერთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს, დეკემბრის შეხვედრაზე ბანკი კიდევ ერთ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.

პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს ფისკალური მდგომარეობა რთულდება, რადგან ქვეყნის ეროვნულმა ვალმა სექტემბერში ისტორიაში პირველად $4 ტრილიონს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები