დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში მოსალოდნელზე ნაკლებად, 0.1%-ით გაიზარდა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმალური ზრდა სერვისებისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკით იყო განპირობებული.
შედარებისთვის გეტყვით, რომ მესამე კვარტალთან მიმართებით ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები ჰქონდათ და ისინი ეკონომიკის 0.3%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა რეალური შედეგები მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდა.
საერთო ჯამში, დიდ ბრიტანეთში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ბიზნესგარემოს გაუარესებასთან არის დაკავშირებული.




























