მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის გამო აკრიტიკებს

რეიჩელ რივსი

გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივმა, ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკა. მინისტრმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დეესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა. რივის განცხადებით, გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა სწორედ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეა დამოკიდებული.

გამოსვლისას ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა ომის სტრატეგიული მიზნების ბუნდოვანებაზე გაამახვილა ყურადღება. რივის შეფასებით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში კონფლიქტის მიზნები მუდმივად იცვლებოდა. ვაშინგტონის სტრატეგია ხან რეჟიმის შეცვლა, ხანაც კი თეირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი არ გამხდარა.

რეიჩელ რივმა ყურადღება რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ გრძელვადიან ზიანზე გაამახვილა. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის ობიექტების დაზიანება იმდენად მასშტაბურია, რომ ეს ეკონომიკაზე გავლენას ომის დასრულების შემდეგაც კი იქონიებს.

ცნობისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ირანის ომის გამო ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი ვარდნა სწორედ გაერთიანებულ სამეფოს ემუქრება. თუმცა რეიჩელ რივი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ გამოწვევასაც წარმატებით გაუმკლავდება.

კითხვაზე, შეცვალა თუ არა ომმა შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა. მინისტრმა უპასუხა, რომ ლონდონი ვაშინგტონთან კვლავ მყარ ურთიერთობას ინარჩუნებს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ მოკავშირეებს ყველა საკითხზე ერთნაირი პოზიცია ვერ ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები