მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემამ შესაძლოა ელექტრონული სიგარეტები სამედიცინო მიზნით გამოიყენოს - BBC

61811cacbb845
BM.GE
02.11.21 15:15
1027

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით, მალე დიდი ბრიტანეთში ელექტრონული სიგარეტები შესაძლოა ექიმის მიერ გაიცეს.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, წარადგინონ განაცხადი მათ მიერ წარმოებული თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების სამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ელექტრონულ სიგარეტებს სამედიცინო პროდუქტის სახით გამოიყენებს.

“ელექტრონული სიგარეტების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას აქვს შესაძლებლობა,შეამციროს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა”, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი.

ჯანდაცვის ინსტიტუტების მზაობის მიუხედავად, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მთავარი კითხვა კი უცვლელი რჩება: რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტები?

თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესახებ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა ისინი მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად ამცირებენ.

მეცნიერება ელექტრონული სიგარეტების უკან

თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები არ იყენებს წვას, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას - ის სპეციალურად შექმნილ სითხეს ახურებს, რის შედეგადაც გამოიყოფა ნიკოტინი და აეროზოლი. აქედან გამომდინარე, მოწყობილობა არ წარმოქმნის კუპრსა და კარბონის მონოქსიდს - ტრადიციულ სიგარეტში არსებულ ორ ყველაზე მანვე ნივთიერებას.

მართალია, ელ. სიგარეტების აეროზოლში აღმოაჩინეს რამდენიმე ისეთი ნივთიერება, რომელიც არ გვხვდება ტრადიციული სიგარეტის კვამლში, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

“მწეველები უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ელექტრონული სიგარეტებისგან, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიოს არომატი, სიმძლავრე და პროდუქტის ის სახეობები, რომელიც მათ მოსწონთ და მათი არჩევანი არ იქნება ლიმიტირებული მხოლოდ ლიცენზირებული მოწყობილობებით”, - აღნიშნავს პროფესორი პიტერ ჰაჯეკი, დედოფალი მერის უნივერსიტეტის თამბაქოზე დამოკიდებულების ცენტრის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს სამედიცინო ლიცენზიის მისაღებად უფრო მეტი და დეტალური კვლევის წარდგენა დასჭირდება.

ელექტრონული სიგარეტების მოხმარების სტატისტიკა

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ელექტრონულ სიგარეტს 3.6 მილიონი ადამიანი მოიხმარს, მათი უდიდესი ნაწილი კი ყოფილი მწეველია.

თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესაძლო სარგებელს აღიარებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ოქტომბერში,ადმინისტრაციამ პირველად ისტორიაში მიანიჭა ავტორიზაცია  ელექტრონულ სიგარეტებს და აღნიშნა, რომ R.J Reynolds-ის ამ მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს მწეველებს, თავი დაანებონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ თამბაქოს არომატის მქონე მოწყობილობებს აქვს შესაძლებლობა, შეამციროს მწეველთა დაქვემდებარება მავნე ქიმიური ნივთიერებებისადმი იმ შემთხვევაში, თუ მწეველი სრულად ან ნაწილობრივ შეამცირებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და გადავა ელექტრონული სიგარეტების მოხმარებაზე”, - განაცხადა მიჩ ზელერმა, FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის დირექტორმა.

გაცემული ავტორიზაციის მიუხედავად, ადმინისტრაცია კვლავ აგრძელებს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მონიტორინგს და მოწყობილობის მწარმოებელს, მოწყობილობის ბაზარზე კომერციალიზაციის შემდეგ, დამატებითი სამეცნიერო და საბაზრო კვლევების წარდგენისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები