მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიით - კახა გოგოლაშვილი

ევროპა

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიით და იგი შესაძლოა გავრცელდეს ბრიტანული თანამეგობრობის წევრ ქვეყნზეც.

"დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ ვიცოდეთ: დიდი ბრიტანეთი ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევის ან ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო დაწესებულ სანქციებს, მიმართავს თხოვნით ბრიტანული თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს, სულ 56 ქვეყანას (https://www.sholland.gov.uk/.../List_of_Eligible...) , რომ შეუერთდნენ ასეთ სანქციებს.

წევრ ქვეყნებს არ აქვთ ვალდებულება, რომ შეუერთდნენ ბრიტანულ სანქციებს და ამას აკეთებენ საკუთარი ინტერესის შესაბამისად.

განსაკუთრებით ხშირად ბრიტანეთის სანქციებს უერთდებიან კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია, რომლებსაც გააჩნიათ ბრიტანეთთან სრული ღირებულებითი თანხვედრა. ამიტომ სრულიად მოსალოდნელია ასეთ პირობებში მინიმუმ ამ სამი მნიშვნელოვანი ქვეყნის მხრიდან ანალოგიური პირებისთვის სანქციების დაწესება.

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დასანქცირებულ პირებს დიდი ალბათობით ნებისმიერ შემთხვევაში, შეექმნებათ პრობლემები ბრიტანული თანამეგობრობის წევრი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას და შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ისინი ამ ქვეყნებში უბრალოდ არ შეუშვან, მიუხედავად იმისა არის თუ არა აღნიშნული ქვეყანა სანქციებთან შეერთებული.

ასე, რომ, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიით", - წერს კახა გოგოლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები