საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთისგან ქვეყნის კიბერ-უსაფრთხოებისთვის 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას აფასებს და აცხადებს, რომ ეს თავის წვლილს ქვეყნის და ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს”,- აღნიშნავს პრემიერი.




























