მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის მოსახლეობა COVID-აპლიკაციის მეშვეობით მოგზაურობას მაისიდან შეძლებს

608945e07ea82
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.21 23:25
829
დიდი ბრიტანეთის მოსახელობა COVID-აპლიკაციის მეშვეობით მოგზაურობას მაისის შუა რიცხვებიდან შეძლებს. ქვეყნის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურმა (NHS) შეიმუშავა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ერთგვარი COVID-პასპორტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დიდ ბრიტანეთში ამ დრომდე არალეგალურად ითვლება შვებულების საზღვარგარეთ გატარება და მოგზაურობა. თუმცა ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ COVID-აპლიკაცია, რომელიც ვაქცინაციის და ტესტირების შესახებ ინფორმაციას შეიცავს მდგომარეობას უახლოეს მომავალში შეცვლის.

CNN-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ამ ზაფხულს მოგზაურობა დასაშვები იქნება, მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს. „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში ის ქვეყნები მოხვდებიან, სადაც მოგზაურობა საკარანტინე პერიოდის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ქვეყნის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურის ცნობით, აღნიშნული COVID-აპლიკაცია აღიარებული იქნება მსოფლიოს მასშტაბით, რაც შეუფერხებელი გადაადგილების საშუალებას მისცემს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები