მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს საქართველოს მომსახურებით ვაჭრობა რეკორდული იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

საქსტატი

გასულ წელს საქართველოს მომსახურებით ჯამურმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული 12.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-იანი ზრდაა.

რეკორდული იყო როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან მომსახურების ექსპორტმა 8.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.3%-იანი ზრდაა. იმპორტი 3.9 მლრდ დოლარი იყო, რაც წლიურად, მცირედით, 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.1%-ით მეტია 2024 წლის სავაჭრო ბალანსზე.

მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა და მომსახურების მთლიანი ექსპორტის 54.7% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება (მთლიანი ექსპორტის 20.4%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო
მომსახურება (შესაბამისად 16%).

2025 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება.

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 54% პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი (958.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (899.2 მლნ. აშშ დოლარი) და ისრაელი (686.3 მლნ. აშშ დოლარი). ხოლო ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი 46% იყო. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი (556.9 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (210.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (182.6 მლნ. აშშ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები