მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ბრექსითის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

5e17726a24bec
BM.GE
09.01.20 22:33
833
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ბრექსითის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს რომ ბრიტანეთი რამდენიმეწლიანი პოლიტიკური ჩიხიდან გამოვა და ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს. ბრექსითს მხარი პარლამენტში 330 წევრმა დაუჭირა. 231-ი კი მის წინააღმდეგ გამოვიდა. შესაბამისი კანონპროექტი ზედა პალატამაც უნდა დაამტკიცოს.

ბრექსითის შესახებ კანონის მიღება პრემიერ ბორის ჯონსონისთვის დიდი გამარჯვება იქნება, ვინაიდან იგი მოსახლეობას დაჰპირდა. რომ ბრექსითს განახორციელებდა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმი 2016 წელს ჩატარდა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მაშინ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპული ბლოკიდან გასვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები